Wednesday, July 8, 2015

დღე მერვე

დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი პროექტების შემოწმებით სადაც დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები, მივიღეთ გარკვეული შესწორებები გიორგისგან და ჩავასწორეთ, შემდეგ გადავედით უკვე იმ აქტივობებზე რომლის საშუალებითაც ჩვენს პროექტს მიეცემა დასრულებული სახე.
სახელმძღვანელოში http://www.tpdc.ge/essentials/ გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში, სამწუხაროდ ტრენინგის მსვლელობისას გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა გიორგიმ მახერხეა და პერსონალური კომოიტერით დაასრულა ახსნა, მოგვცა მითითებები როგორ უნდა დავასრულოთ და სრულვყოთ ჩვენი პროექტი. მადლობა გიორგის ასეთი მონდომებისათვის.
მომავალ შეხვედრამდე.

No comments:

Post a Comment