Monday, June 29, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
რა მიგაჩნია ადამიანის ღირსებად და ნაკლად?
თემატური კითხვები
არის თუ არა ღირსეული ადამიანი წარმატებული?
შეიძლება თუ არა ნაკლის დამალვა?
შინაარსობრივი         კითხვები

გამოყავით საქართველოს გამორჩეული მონარქები?
რა მიგაჩნიათ მათ მთავარ მიღწევად და პირიქით წარუმატებლობად?
ჩამოთვალე რომელიმე მეფის  წარმატება და წარუმატებლობა.

დღე მეოთხე

დღეს დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა, ეს ბუკლეტი არის საინფორამციო ხასიათის,აქ განვათავსეთ ჩვენი პროექტის შესახებ ძირითადი საკითხები.
გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკას და მაგალითის საშუალებით შევქმენით საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკა , რომელიც დაგვეხმარება წარმოდგენილი პროექტის უკეთ დაგეგმვაში.
ვიმუშავეთ powerpoint-ის პროგრამაში სადაც ავაწყვეთ პროექტის პრეზენტაცია რამოდნეიმე სლაიდის მეშვეობით, ეს პრეზენტაცია კარგი საშუალებაა პროექტის წარდგენაში აუდიტორიიის წინაშე.
მივიღეთ საშინაო დავალებები. გავაუმჯობესოთ საპროექტო გეგმა და დავამატოთ შეფასებისა რუბრიკა და საბაზისო უნარ-ჩვევები, ასევე დავასრულოთ პრეზენტაციის აგება powerpoint-ში.ასევე დავამატოთ პროექტის სტრატეგიები და მეთოდები გეგმაში.
 მომავალ შეხვედრამდე.

Saturday, June 27, 2015

დღე მესამე

   დღე დაიწყო ჯერ საშინაო დავალების წარმოდგენით, ჯგუფის რამოდენიმე მონაწილემ წაიკითხა სტატიები რომელიც წარმოადგენს დამხმარე რესურსს პროექტისათვის.ვიმსჯელეთ წარმოდგენილ სტატიებზე და გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები. შემდეგ გადავედით უკვე  ახალ დავალებებზე. გიორგიმ გაგვაცნო შემდეგი საკითხები:
1. გავეცანით 2 მოდულის დამხმარე რესურსებს, რომელიც დაგვეხმარება საპროექტო გეგმის დახვეწაში.
2. შევადგინეთ ჩვენს პროექტთან დაკავშირებული საკვანძო კითხვები.
3. ბლოგზე შევქმენით ორი გვერდი: მთავარი და ჩემ შესახებ, სადაც გათნვათავსეთ ჩვენი პირადი მონაცემები.nanazazanashvili.blogspot.com
4. შეავქმენით ჩვენი ბუკლეტები და დავიწყეთ მასზე მუშობა
    დღე დასრულდა ნაყოფიერად, მივიღეთ საშინაო დავალება: 1.დავხვეწოთ საპროექტო გეგმა, დავამატოთ საკვანძო კითხვები და სტანდარტები. 2. დავასრულოთ ბუკლეტის შექმნა.
მომავალ შეხვედრამდე.

Wednesday, June 24, 2015

დღე მეორე-რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეორე დღეა, აუტანელი სიცხის მიუხედავად მაინც აქტიურად ვმუშაობთ პროექტის დაგეგმვაზე. დღეს განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
1.ჯგუფის ყველა წევრმა წარმოადგინა საპროექტო გეგმის მოკლე მონახაზი;ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება ამ გეგმის გაუმჯობესება და რა აქტივობები დავგეგმოთ მომავლისათვის.
2. გავხსენით ახალი ბლოგი http://nanazazanashvili.blogspot.com/ სადაც განთავსდება მომავალში თითოეული ჩვენს მიერ გახორციელებული აქტივობები და პროექტის განსახორციელებლად საჭირო ელემენტები.
3. გავეცანით პირველი მოდულის  მე- 4 აქტივობას სადაც მოცემულია თუ რას წარმოადგენს პუბლიკაცია და როგორ უნდა მომზადდეს იგი, ასევე როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფი.
4. ვისწავლეთ სტატიების შექმნა და მათი განთავსება ბლოგზე.
5. მივიღეთ საშინაო დავალების ინსტრუქცია.
მომავალ შეხვედრამდე

დღე პირველი-გაცნობა

დღეს ჩვენი ტრენინგის პირველი დღეა, ამ დღეს უფრო გაცნობითი ხასიათი ქონდა, განვახორციელეთ რამოდენიმე აქტივობა.
1. გავეცანით ინტელის კურსის სახელმძღვანელოს http://tpdc.ge/essentials/
2.მოკლედ მიმოვიხილეთ რამოდენიმე მოდული
 მოდული 1: პროექტებით სწავლება
აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
აქტივობა 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე
აქტივობა 5: გამოცემის მომზადება
აქტივობა 6: რეფლექსია
წინასწარ დაგეგმვა: დაგეგმვის პროცესის დაწყება
ბიბლიოგრაფია
მოდული 1 შეჯამება
მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა
3. შევქმენით პორტფოლიო
დღე დასრულდა ნაყოფიერად.